კახა კუჭავა - მსოფლიოს პარლამენტების სპიკერთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხს განვიხილავთ
კახა კუჭავა - მსოფლიოს პარლამენტების სპიკერთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხს განვიხილავთ

მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოს პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პარლამენტის სპიკერი ესწრება; ოფიციალური მიღებების გარდა, გვექნება ორმხრივი შეხვედრები ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გაიმართება ისეთი შეხვედრებიც, როგორიცაა, მაგალითად, შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. ჩვენთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, თან თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომ მალე გვექნება არჩევნები, რომელზეც ყურადღება მაღალია და  ეუთო-სგანაც ველოდებით სადამკვირვებლო მისიას. ამიტომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც მიმდინარე, ასევე, ზოგადად, სამომავლოდ, თანამშრომლობის კუთხით, იქნება განხილული ამ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი იქნება განხილული.