კახა კუჭავა - მეტი ნატო საქართველოში, ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
კახა კუჭავა - მეტი ნატო საქართველოში, ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

მეტი ნატო საქართველოში, ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, საუბარი ასევე შეეხო იყო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო, ერთიანი გეგმას, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ში კარგად ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა.

„მათ მადლობა გადაგვიხადეს თანამშრომლობისთვის, იქნება ეს ავღანეთი, თუ სხვა ფორმატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რომელიც იქნება შემდეგი სამიტის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა და ის სიახლეები, რომელსაც საქართველო ამ სამიტზე ელოდება.

ჩვენ ვითხოვთ წევრობას, ეს მიღწეული იქნება MAP-ით, MAP-ის გარეშე, რაც ასევე, შესაძლებელია, თუ სხვა გზებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, – განუცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.