კახა კუჭავა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

01:29, 23.10.2021

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურნიეცეს შეხვდა.

​„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან, ინარა მურნიეცესთან, საქართველოში განვითარებული მოვლენების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების განსახილველად.

ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებსა და ერებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარების ერთგულნი ვრჩებით“, – წერს „ტვიტერში“ კახა კუჭავა.

მსგავსი