კახა კუჭავა - კაჭრეთში განვიხილავთ აქტივობებსა და პროექტებს, რომელსაც წელს ვგეგმავთ
კახა კუჭავა - კაჭრეთში განვიხილავთ აქტივობებსა და პროექტებს, რომელსაც წელს ვგეგმავთ

კაჭრეთში განვიხილავთ აქტივობებსა და პროექტებს, რომელსაც წელს ვგეგმავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა, სადაც მეორე დღეა, მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

„არჩევნების შემდეგ ეს არის პირველი მასშტაბური შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი არიან სახელმწიფო უწყებები, პარლამენტის წევრები. განიხილება ის აქტივობები და პროექტები, რომელსაც ვგეგმავთ წელს და ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს უკეთესი კოორდინაცია კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით.

ვცდილობთ, სასიკეთესო გზები ვიპოვოთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ წელს დაგეგმილი პროექტები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.