კახა კუჭავა - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი მიესალმა იმ პროგრესს, რომელიც პოლიტიკური მხარეების შეთანხმებით გვაქვს
კახა კუჭავა - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი მიესალმა იმ პროგრესს, რომელიც პოლიტიკური მხარეების შეთანხმებით გვაქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლის მხრიდან კითხვები ეხებოდა იმას, თუ როგორია მოვლენების განვითარება ევროპის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კუჭავამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ საკითხების განხილვა, რომელიც დღის წესრიგში აქტუალურია.

„შეხვედრაზე შევეხეთ საარჩევნო სისტემასაც. მათ მოიწონეს და მიესალმნენ იმ პროგრესს, რომელიც პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თვალსაზრისით გვაქვს. ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაზეც, კერძოდ, მეოთხე ტალღაზე, რომელიც დეკემბერში დავამტკიცეთ“, – განაცხადა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი