კახა კუჭავა - ბოლო რვა წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს, როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა
კახა კუჭავა - ბოლო რვა წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს, როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა

ბოლო რვა წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს, როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა; როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ჩვენ ევროპასთან და როგორც არასდროს ისეთი ძლიერია ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ კონკრეტულის საუბრები ან განცხადებები, არამედ კონკრეტული ქმედებები ერთგულებისა ევროპული ღირებულებების მიმართ, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელის ხელისუფლებას საერთაშორისო მიმართულებით აქვს. მისი თქმით, საუბარია ძალიან ბევრ პოლიტიკურ მოვლენაზე და საკმაოდ რეალისტური და დადებითი შეფასებებზე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებზეც დიდი ხნის განმავლობაში სპეკულაციები არსებობდა ოპოზიციის მხრიდან.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს თუ რა არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიღწვით და რაში გამოიხატება ეს საბოლოოდ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების კუთხით, მიღწეული შედეგების კუთხით, ეს არ არის მხოლოდ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ის რასაც დიდი ხანი ველოდით, თავისუფალი მიმოსვლის (ვიზალიბერალიზაციის) შეთანხმება და ა.შ. ამის ფონზე ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მე მათ დავარქმევდი ვითომ ევროპელებს, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, აღიარებები თუ მონანიებები თავისი მძიმე, ნაკლებად მძიმე და უფრო მძიმე შეცდომების, პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ფასადური იყო მათი ერთგულება ევროპის მიმართ და დღეს უკვე, ერთი თვით ადრე, როდესაც სრულიად ილუსტრაცია ხდება მათი კომენტარებიდან, თუ რას წარმოადგენენ, კარგად ვხედავთ, თუ რას აპირებენ და როგორია მათი დაპირებები, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში მოვლენ. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ქვია ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, იმ ღირებულებების ერთგულებას, რომელიც ჩვენ რვა წელია ვცდილობთ უფრო და უფრო გავამყაროთ, დავნერგოთ და ყველა ძალიან კარგად ხედავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ეს მიღწევები.

ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის ძალიან ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, კიდევ ერთი საშუალება იქნება, რომ ძალიან მალე შევასრულოთ ეს ვალდებულებებიც, გავაკეთოთ განაცხადი და ძალიან მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი. მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილე იყო ამ პროცესის, რომელმაც ნამდვილად გაგვიმყარა პოზიციები ევროპაში. ჩვენ ვითვლებით ძალიან დასაყრდენ და სანდო პარტნიორად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სვლით, ევროპული ღირებულებების ერთგულებით ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.​