კახა კალაძე - ყოველდღიურად ვგრძნობ თბილისელების მხარდაჭერას, რასაც ძალიან ვაფასებ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მაგარი პროექტები განვახორციელოთ
კახა კალაძე - ყოველდღიურად ვგრძნობ თბილისელების მხარდაჭერას, რასაც ძალიან ვაფასებ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მაგარი პროექტები განვახორციელოთ

ყოველდღიურად ვგრძნობ თბილისელების მხარდაჭერას, რასაც ძალიან ვაფასებ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მაგარი პროექტები განვახორციელოთ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კახა კალაძეს 66,2 პროცენტი აქვს, ნიკანორ მელიას – 33,8 პროცენტი.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩვეულებრივი, რიგითი თბილისელების, ამ ქალაქის მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, რასაც მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში. ისევ და ისევ, ეს გამოწვეული არის ჩვენი გაკეთებული საქმეებით, თბილისში განხორციელებული პროექტებით, რასაც ძალიან ვაფასებ. მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მაგარი პროექტები გავაკეთოთ, კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული გავხადოთ ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ და მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „დაელოდეთ 2 ოქტომბერს და ყველაფერს დაინახავთ“.

კახა კალაძის თქმით, ერთადერთი პარტია, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს „ქართულ ოცნებაა“ .

„პირდაპირ ვიტყვი ახლა, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები გამარჯვების შანსი აქვს, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკური პარტიები ან პოლიტიკოსები უნდა იხილოს ადგილობრივ საკრებულოებში და მერების მიმართულებით. ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.