კახა კალაძე - ვისაც სად უნდა, იქ გაერთიანდეს, გიორგი ვოლსკის კანდიდატურა არის უალტერნატივო
კახა კალაძე - ვისაც სად უნდა, იქ გაერთიანდეს, გიორგი ვოლსკის კანდიდატურა არის უალტერნატივო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი ვოლსკის აქვს შანსი, არჩევნებში გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს და დიდუბის მაჟორიტარი გახდეს.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას გია ვოლსკის შანსებთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებიდან ერთობლივად მხარდაჭერილი „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე უპირისპირდება.

„ვისაც სადაც უნდა, იქ გაერთიანდეს, ამაზე შეზღუდვები არ არსებობს. რაც შეეხება გიორგი ვოლსკის კანდიდატურას, ის არის უალტერნატივო. გიორგი ვოლსკის აქვს რეალური შანსი, პირველივე ტურში ძალიან დიდი ანგარიშით მოიგოს არჩევნები. რამდენიმე თვე დარჩა და ოქტომბერში საზოგადოება დაინახავს, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები და რესურსი აქვს გია ვოლსკის. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო.

ის არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, დიდ პატივს სცემენ როგორც დიდუბის, ასევე ჩუღურეთის რაიონში, ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და პირველივე ტურში ის გაიმარჯვებს“, – აცხადებს კახა კალაძე.