კახა კალაძე - ვერ ნახავთ, სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები რა, რეზინის გგონიათ?
კახა კალაძე - ვერ ნახავთ, სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები რა, რეზინის გგონიათ?

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სიძულვილის ენას არ იყენებს.

„ქართული ოცნება“ და კახა კალაძე დგანან მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას ოპონენტის წინააღმდეგ ან ვინმეს წინააღმდეგ, ვერ ნახავთ, სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით.

და თქვენ ერთხელ არ გამოსულხართ – ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეოები, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ?! აი, ეს არის რეალობა“, – აცხადებს კახა კალაძე.