კახა კალაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას
კახა კალაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხელ ყაველაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის.

„მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, ადამიანს, რომელიც დედაქალაქის ყველა პროექტის განხორციელებაში, დაფინანსებაში, ბიუჯეტის მხარდაჭერაში არის თბილისის და თბილისელების გვერდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.