კახა კალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებს მივესალმები, მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ნაკისრ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ
კახა კალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებს მივესალმები, მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ნაკისრ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ

საკონსტიტუციო ცვლილებებს მივესალმები, მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ნაკისრ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ, – განაცხადა თემის კომენტირებისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„მიშელის დოკუმენტი ხომ ანულირებულია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მივესალმები. ეს იყო ჩვენი ინიციატივა. არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ ხელი რომ არ მოაწერა ამ შეთანხმებას, დოკუმენტის ანულირება მოხდა. შესაბამისად, რა ვალდებულებებიც გვქონდა ნაკისრი და გაცხადებული, იმას აუცილებლად გავაკეთებთ და შევასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.