კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადებები მიუღებელია და მომავალში თუ გაგრძელდა, კიდევ უფრო მძიმე იქნება
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადებები მიუღებელია და მომავალში თუ გაგრძელდა, კიდევ უფრო მძიმე იქნება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, მიუღებელია და მომავალში თუ გაგრძელდა, კიდევ უფრო მძიმე იქნება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. მან კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოს პოზიციის წარდგენის უფლება, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე არჩევნების წინ.

„პოზიცია ძალიან მარტივია. აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა. სააკაშვილი არის თანამდებობის პირი. აქ მნიშვნელობა არ აქვს, მას მაღალი თუ დაბალი თანამდებობა აქვს. დღეს ის არის უკრაინის მოქალაქე და არის წარმომადგენელი იმ პოლიტიკური გუნდის, რომელიც ხელისუფლებაშია. შესაბამისად, განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, მიუღებელია და მომავალში თუ გაგრძელდა, კიდევ უფრო მძიმე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი