კახა კალაძე - ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და პოლიტიკაშიც, იმედი მაქვს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ
კახა კალაძე - ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და პოლიტიკაშიც, იმედი მაქვს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ

ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და პოლიტიკაშიც, იმედი მაქვს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მან ჟურნალისტებთან ოპოზიციის წარმომადგენლების აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან დღევანდელი შეხვედრები შეაფასა.

„მე, პირადად ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და ასევე პოლიტიკაშიც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენი ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დააფიქსირა თავიანთი მოსაზრება, თუ როგორ სურს, ნახოს მომდევნო პარლამენტი, სადაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში. ასე რომ, მათ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.