კახა კალაძე – ოპოზიციასთან დიალოგი პრობლემა არ არის

01:24, 07.12.2019

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი პრობლემა არ არის.

„უკვე იყო შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სადაც კიდევ ერთხელ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შემოთავაზებული საარჩევნო მოდელის – ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე განხორციელება შეუძლებელია. შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თუ არის კიდევ რაიმე სხვა დამატებითი შეხვედრის აუცილებლობა, მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი