კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი თავისი მოწოდებებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა
კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი თავისი მოწოდებებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აქციების გამართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ მოწოდებაზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, სააკაშვილი ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა.

„მე მგონი, სააკაშვილი საინტერესო აღარ არის. ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა თავისი მოწოდებებიდან გამომდინარე”,- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ფეისბუქმიმართვაში საზოგადოებას საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.