კახა კალაძე - ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალში გასვლა „დინამოს“ დიდი წარმატებაა
კახა კალაძე - ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალში გასვლა „დინამოს“ დიდი წარმატებაა

ბერლინში მიმდინარე ლეგენდების ტურნირში „დინამო თბილისმა“ ჯგუფის მესამე შეხვედრაში „შალკე 04“ 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს.

ორი გოლის ავტორი გუნდის კაპიტანი კახა კალაძე და ალექსანდრე იაშვილი გახდნენ, თითო გოლი კი დავით კვირკველიამ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

„ძალიან საინტერესო თამაშია, შედეგითაც კმაყოფილები ვართ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ნახევარფინალში გავედით, რაც „დინამო თბილისის“ დიდი წარმატებაა. ვეცდებით, ფინალში გავიდეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები”,- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პირველ არხთან.

რამდენიმე წუთში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირის ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ ბრემენის „ვერდერს“ დაუპირისპირდება.