კახა კალაძე - კარგია, რომ ლარი წამოვიდა დასტაბილურებისკენ
კახა კალაძე - კარგია, რომ ლარი წამოვიდა დასტაბილურებისკენ

​დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ლარის დასტაბილურება მნიშვნელოვანია და მთავარია, კურსის კლების ტენდენცია იყოს შენარჩუნებული.

„კარგია, რომ ლარი წამოვიდა დასტაბილურებისკენ. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ტენდენცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, იყო მძიმე და ძალიან რთული, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის იყო უმძიმესი. იმ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს, რაც განახორციელა ეროვნულმა ბანკმა, მივესალმები. მთავარი არის, რომ ეს ტენდენცია, რაც გვაქვს – კლება იყოს შენარჩუნებული და დასტაბილურდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებს თუ არა ის ქვეყნის პრემიერის მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურება არის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი ერთად კავშირშია. მისი თქმით, შეუძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულება გამოიყოს, ყველაფერი ერთად გავლენას ახდენს, რაც ძალიან ცუდია.