კახა კალაძე - გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ვადამდელ არჩევნებზე, საუბარი იყო, რომ დიალოგის დაწყება აუცილებელია, ამას ყველა დაეთანხმა
კახა კალაძე - გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ვადამდელ არჩევნებზე, საუბარი იყო, რომ დიალოგის დაწყება აუცილებელია, ამას ყველა დაეთანხმა

მივესალმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას.

​კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები აჩვენებს, რეალურად ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა და ქვეყანა გამოვიდეს დაპირისპირებებიდან.

„ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, გუშინ საუბარი იყო იმაზე რომ, დიალოგის დაწყება აუცილებელია, ამას ყველა დაეთანხმა. კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშეც შეგვეძლოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ, მგონია, ისე უნდა განვავითაროთ ქართული პოლიტიკა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი მეგობრების გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომა და გადაწყვეტილებების მიღება.

საუბარი იყო სხვადასხვა საკითხებზე, ამ საკითხებიდან ბევრს ისედაც ვაკეთებთ და გადაწყვეტილება მიღებულია. არის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. მე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი