კახა კალაძე - გიორგი ქობულიას ქართულად უჭირს გადმოცემა, მის განცხადებებზე მასვე ჰკითხეთ
კახა კალაძე - გიორგი ქობულიას ქართულად უჭირს გადმოცემა, მის განცხადებებზე მასვე ჰკითხეთ

გიორგი ქობულიას ქართულად უჭირს გადმოცემა, მის განცხადებებზე მასვე ჰკითხეთ, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ჟურნალისტებმა კახა კალაძეს უთხრეს, რომ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა განცხადება: „მინისტრად ყოფნის პერიოდში არაერთხელ მქონდა განცდა, რომ ჩვენ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების“. ჟურნალისტებმა კალაძეს ყოფილი მინისტრის ამ განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს.

„არა ვიცი, მას უნდა ჰკითხოთ, ქართულად უჭირს გადმოცემა, შეიძლება ეგ პრობლემა იყოს, ვერ გეტყვით“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.