კახა კალაძე - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, „ქართული ოცნებაა“, საუბარი არ არის 43%-ზე, დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობ
კახა კალაძე - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, „ქართული ოცნებაა“, საუბარი არ არის 43%-ზე, დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობ

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. 

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ პარტიას შანსი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლის 43%-იანი მხარდაჭერა მიიღოს, კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არათუ 43%-იან მხარდაჭერას მიიღებს, არამედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„საუბარი არ არის 43%-ზე, მე დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობ. გულწრფელად ვიტყვი, რომ ქვეყნაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალური შესაძლებლობა და შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. აქ საუბარი არ არის 43%-ზე, მე დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკუთარი დღის წესრიგი – დაწყებული აქვს მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დაიწყო შეხვედრები რეგიონულ ორგანიზაციებთან, კონკრეტული დავალებების გაცემა და როდესაც ამის დრო მოვა, პარტია უშუალოდ საარჩევნო კამპანიის ჩატარებასაც დაიწყებს.