კახა კალაძე „დინამოში“ ითამაშებს - თბილისელები „დორტმუნდის“, „ლევერკუზენისა“ და „შალკეს“ წინაააღმდეგ
კახა კალაძე „დინამოში“ ითამაშებს - თბილისელები „დორტმუნდის“, „ლევერკუზენისა“ და „შალკეს“ წინაააღმდეგ

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდიც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ „დინამოა“. ტურნირი 11-12 იანვარს გაიმართება. თბილისური კლუბი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე იქნება დორტმუნდის „ბორუსია“, ლევერკუზენის „ბაიერი“ და „შალკე 04“. B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – „ჰერტასთან“, „იუნიონთან“ და „ტენის ბორუსიასთან“ ერთად ბრემენის „ვერდერი“ იასპარეზებს.

„დინამოს“ ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.

თბილისური გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბება, მატჩების განრიგი კი ასეთია:

11 იანვარი, 20:45

დინამო Vs. ლევერკუზენის „ბაიერი“

11 იანვარი, 21:42

დინამო Vs. დორტმუნდის „ბორუსია“

12 იანვარი, 17:31

დინამო თბილისი Vs. „შალკე04“

ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.