კახა კალაძე - დამარცხებულ ადამიანებს რომ არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, ეს მათი პრობლემაა
კახა კალაძე - დამარცხებულ ადამიანებს რომ არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, ეს მათი პრობლემაა

დამარცხებულ ადამიანებს რომ არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, ეს მათი პრობლემაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის მიერ ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ხვალ ჩატარდება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი

„ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება პრობლემა არ არის, არ ყოფილა. თუმცა დამარცხებული ადამიანების მხრიდან ის, რომ არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, ეს მათი პრობლემაა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, დააფიქსირა თავის მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ვინც მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს. ხვალ ჩატარდება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.