კახა კალაძე – ჩამოვიდეს სააკაშვილი, ველოდებით, ძალიან მარტივად ვიმოქმედებთ

13:08, 07.09.2021

ჩამოვიდეს, ველოდებით, – ასეთ კომენტარს აკეთებს თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში იქნება.

„ძალიან მარტივად ვიმოქმედებთ. მიხეილ სააკაშვილი, თქვენ იცით, რომ არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და მას მოუწევს, პასუხი აგოს სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომელიც აქვს ჩადენილი, ძალიან მარტივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი