კახა კალაძე ​- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულთა ოჯახებში დაბრუნდეს ბედნიერება და ღიმილიანი სახეები
კახა კალაძე ​- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულთა ოჯახებში დაბრუნდეს ბედნიერება და ღიმილიანი სახეები

 

ჩვენ ვმუშაობთ „ცენტრ პონტის“ მიერ დაზარალებულ ხალხზე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დავეხმარებით, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

კალაძე დარწმუნებულია, რომ მერიის ზრუნვა შედეგს გამოიღებს და კომპანიის მიერ დაზარალებული 6 000-მდე ადამიანის ოჯახში ბედნიერება დაბრუნდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანები, 2 500 ადამიანის პრობლემა ჩვენ მოვაგვარეთ. ეს ძალინ მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვმუშაობთ კიდევ „ცენტრ პონტის“ მიერ დაზარალებულ ხალხზე და აქაც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დავეხმარებით. დაახლოებით 6 000-მდე ოჯახია დაზარალებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ოჯახებში დაბრუნდეს ბედნიერება და ღიმილიანი სახეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი