კახა კაჭარავა: "საბურთალოსთან" ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახეთ და უმნიშნელოვანესი თამაში მოვიგეთ
კახა კაჭარავა: "საბურთალოსთან" ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახეთ და უმნიშნელოვანესი თამაში მოვიგეთ

„მიხარია, რომ ლიდერ „საბურთალოს“ მოვუგეთ და მასთან სხვაობა შევამცირეთ. ამით საჩემპიონო შანსი შევინარჩუნეთ“ – ეს პირველ არხთან ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „საბურთალოსთან“ შეხვედრის შემდეგ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ განაცხადა.

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ლიდერთა მატჩში „დინამომ“ „საბურთალო“ 2:1 დაამარცხა, სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა და საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა.

„პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გავუშვით. ამის შემდეგ მეორე ნახევრის ჩატარება რთული იყო. მაგრამ დინამოელების სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მათ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს და უმნიშნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ. თუკი წინა წრეში „საბურთალოს“ გაუმართლა, ახლა იღბალი ჩვენს მხარეს იყო“ – ამბობს კაჭარავა.

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ლიდერ „საბურთალოსთან“ სხვაობის შემცირება ეროვნული ლიგისადმი ინტერესს გაზრდის: „ახლა ლიდერთა შორის სხვაობა ისე შემცირდა, ჩემპიონატსი დარჩენილი ანწილი ზალიან დაიძაბება. დიდი იმედი მაქვს, ეს ფაქტორი იმოქმედებს და დარჩენილ შეხვედრებს მეტი მაყურებელი ეყოლება. მათ გარეშე ფეხბურთი უინტერესო და მკვდარია“.