კახა კაჭარავა - ნიკას მიწვევები აქვს, მაგრამ „ანორთოსისი“ ფულს ითხოვს
კახა კაჭარავა - ნიკას მიწვევები აქვს, მაგრამ „ანორთოსისი“ ფულს ითხოვს

კვიპროსულ მედიაში ნიკა კაჭარავას ტრანსფერზე გავრცელებულ ხმებზე საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ფეხბურთელის მამას, „სამტრედიას“ მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავამ გააკეთა.

„ნიკა ჯერ-ჯერობით გუნდშია და „ანორთოსისთან“ ორწლიანი მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. რუსული გუნდები ნამდვილად დაინტერესდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე მიდის. რადგან მისი კონტრაქტი კლუბს ეკუთვნის, „ანორთოსისი“ კი მისი წასვლის შემთხვევაში თანხას მოითხოვს. ეს მოლაპარაკების თემაა. ასე რომ, ჯერ-ჯჯერობით გადაწყვეტილი არაფერია“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კახა კაჭარავა.

კვიპროსული გამოცემა „სპორტტაიმის“ ცნობით, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ მზადაა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ნიკა კაჭარავას შეელიოს, თუ ის ახალ კლუბს მოძებნის.