კახა იმნაძე - ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი გამოსავალი არის, რომ გავააქტიუროთ ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან
კახა იმნაძე - ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი გამოსავალი არის, რომ გავააქტიუროთ ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან

გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი კახა იმნაძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი გამოსავალი არის, რომ გააქტიურდეს ზეწოლა ჩვენი ქვეყნის  პარტნიორების მხრიდან.

„ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მაღალი ტრიბუნიდან საუბარი, მქონდა გამოსვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ასევე გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია გაერო-ს გენერალურ მდივანთან, მდივნის მოადგილესთან, რომელიც თბილისშიც იმყოფებოდა ვიზიტით და ბატონ დავით ზალკალიანსაც ჰქონდა პირადი საუბრები მასთან და ისინიც ჩართული არიან თანათავმჯდომარეებთან ერთად რუსეთის ფედერაციასთან მუშაობაში.

ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ძალისხმევა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, გავაძლიეროთ ზეწოლა, რომ მივაღწიოთ ამ ადამიანის გამოშვებას“, – განაცხადა კახა იმნაძემ.