კახა ცხადაძემ თბილისის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
კახა ცხადაძემ თბილისის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“, სავარაუდოდ, ევროტურნირების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩება – ინფორმაციით, რომელსაც ჯერ ოფიციალურად თბილისური კლუბი არ ადასტურებს, „დინამოსა“ და კახა ცხადაძის გზები გაიყარა.

ინფორმაციის მიხედვით, მიზეზი წყალტუბოში კონკურენტ „სამგურალთან“ წაგებაა (1:2) შემდეგ მის კომენტარში აშკარა იყო უკმაყოფილება ფეხბურთელების კვალიფიკაციით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 1990-იანი წლების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და კაპიტანი პირველად მწვრთნელის როლში თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშის დროსაც გამოჩნდა. 2004 წელს სათამაშო კარიერა დაასრულა და სრულფასოვანი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. ხელმძღვანელობდა ქართულ კლუბებს „დინამოს თბილისს“ და ბოლნისის „სიონს“ და ორივე კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, მეორე ოქროს მოპოვებასთან ერთად, ცხადაძე სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

2008 წლის იანვარში ხელი მოაწერა კონტრაქტს აზერბაიჯანულ კლუბ ბაქოს „სტანდარტთან“. 2009 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა ბაქოს „ინტერში“. 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მარტამდე იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. 2016 წლის აპრილში, ყაზახეთში „კაირატის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გუნდი მიიყვანა 2016 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებამდე და ქვეყნის თასის ფინალამდე (2016), პლუს, მოიგო სუპერთასი (2017). შემდეგ ჩაიბარა „ორდაბასი“, ხოლო თბილისის „დინამო“ 2021 წელს ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისამდე“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა ევროთასებზე გასულმა „საბურთალომაც“, რომელიც ლევან კორღალიძემ დატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კახა ცხადაძე გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალოს. თუმცა. „დინამო“ ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

დატოვე კომენტარი