კახა ცხადაძემ „გაბალა“ ჩაიბარა - მას გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება #1TVSPORT
კახა ცხადაძემ „გაბალა“ ჩაიბარა - მას გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება #1TVSPORT

კახა ცხადაძე „გაბალას” მთავარი მწვრთნელია. 55 წლის სპეციალისტმა აზერბაიჯანულ გუნდთან 1,5- წლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„„Გაბალას” ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია. ელმარ ბახშიევის გადადგომის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე დაინიშნა. 55 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი 1,5 წლით გაფორმდა. ცხადაძის თანაშემწედ გიორგი ჩიხრაძე იმუშავებს, რომელიც 2011-15 წლებში ჩვენს ქვეყანაში „სიმურგის“ მთავარი მწვრთნელი იყო“, – წერია „გაბალას“ განცხადებაში.

ფეხბურთელის კარიერა ცხადაძემ რუსთავის „მეტალურგში“ (1984-86, 1987) დაიწყო. შემდეგ იყო თბილისის „დინამო” (1986, 1988-91), „სუნდსვალი“ (შვედეთი, 1991), მოსკოვის „სპარტაკი” (1992), მოსკოვის „დინამო“ (1992), ფრანკფურტის „აინტრახტი” (1993-96), „ალანია” (1997), „მანჩესტერ სიტი“ (1998-2002), თბილისის „ლოკომოტივი“ (2000-02), „ანჟი” (2003-04), იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი (1991-98), მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული (1990, 1991).

ცხადაძემ მწვრთნელის რანგში კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ (2001-02) დაიწყო. მოგვიანებით მთავარი მწვრთნელი გახდა „დინამო თბილისში“ (2005-06, 2021-22), ბოლნიისის „სიონში“ (2006-07), აზერბაიჯანის „სტანდარტსა“ (2008) და „ინტერში“ (2009-14). საქმიანობა ყაზახეთის სამ გუნდში გააგრძელა – „კაირატი“ (2016-17), „ორდაბასი“ (2018-). 20), „კასპიი“ (2022-23). იყო საქართველოს ეროვნული (2015-2016) და ახალგაზრდული (2009) ნაკრებების მთავარი მწვრთნელი.