კახა ცხადაძემ „დინამოში“ წმენდა დააანონსა - ასე გაგრძელება შეუძლებელია #1TVSPORT
კახა ცხადაძემ „დინამოში“ წმენდა დააანონსა - ასე გაგრძელება შეუძლებელია #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, სტუმრად, ლიგიდან გავარდნილი „სამტრედია“ ვერ დამარცხა (0:0), ჩემპიონობის მცირე შანსი საკუთარი ხელით გაანიავა და ბათუმის „დინამოს“ პირველობა განაპირობა.

კახა ცხადაძემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – თბილისელთა მთავარი მწვრთნელი „დინამოში“ წმენდას იწყებს.

„გუნდთან, რომელიც ეროვნული ლიგიდან გავარდა, ასეთი თამაში და დამოკიდებულება სამარცხვინოა. „დინამო თბილისში“ უნდა თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მსგავს მნიშვნელოვან თამაშებში ფრე ანგარიშით კმაყოფილდებიან. „დინამოს“ შემადგენლობას ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, ასე გაგრძელება შეუძლებელია“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ ფეხბურთელების ნაწილის საქმისადმი დამოკიდებულება არ მოსწონს.

„ძალიან ბევრი კომფორტულად გრძნობდა თავს. ძალიან კატეგორიულები ვიქნებით. როგორც სამტრედიასთან ვითამაშეთ, ასე გარჯა არ შეიძლება. შესაძლოა, წუნი გქონდეს, თუნდაც გადაცემებში, მაგრამ მონდომება და თავდადება ყველა შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანია. „სამტრედიასთან“ სამარცხვინო თამაში იყო და მომავალი წლისთვის ძალიან სერიოზულ ზომებს მივიღებთ“, – ამბობს „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი.