კახა ცხადაძე წლის მატჩის მოლოდინშია - ქართველი მწვრთნელის გუნდმა „ყარაბაღთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
კახა ცხადაძე წლის მატჩის მოლოდინშია - ქართველი მწვრთნელის გუნდმა „ყარაბაღთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის „გაბალა“ 31-ე ტურის მატჩში ლუკა გუგეშაშვილის  „ყარაბაღს“ დაუპირისპირდა (რომელიც უკვე გაჩემპიონდა) და ქულა წაართვა – 2:2.

„ყარაბაღში“ შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მემკარე ლუკა გუგეშაშვილმა, ხოლო „გაბალაში“ – ზურაბ ოჩიგავამ, რომელიც უკრაინაში გაიზარდა, ამ ქვეყნის მოქალაქეა და 21-წლამდე ნაკრებშიც უთამაშია.

სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე „გაბალა“ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს ინარჩუნებს, მაგრამ რეალობაში განხორციელება რთული იქნება – გუნდი ბოლო ადგილზეა და კონკურენტ „კიაფაზს“ 14 ქულით ჩამორჩება.

გაბალას” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ „ყარაბაღთან” მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა გუნდის მთავარი მიზანია წარმატებას მიაღწიონ აზერბაიჯანის თასზე, სადაც ნახევარფინალში გავიდნენ.

„გუნდმა კარგად ითამაშა. იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე „ყარაბაღი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ჩამოვრჩებოდით, მოვახერხეთ და ქულა მოვიპოვეთ – ეს ძალიან დადებითი მომენტია, რადგან „ყარაბაღთან“ თამაში რთულია. წინ სეზონის მთავარი თამაში გველოდება – თასის საპასუხო ნახევარფინალი „ზირასთან“. ახლა მთელი ყურადღება ამაზე უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.