კახა ცხადაძე - სიმწვავე გვაკლდა, პრობლემა რეალიზებაა #1TVSPORT
კახა ცხადაძე - სიმწვავე გვაკლდა, პრობლემა რეალიზებაა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ თურქულ შეკრებაზე გამართული პირველი ამხანაგური მატჩი შეაფასა, რომელიც „დინამომ“ უკრაინულ „ლვივთან“ 0:0 დაასრულა.

„ყველა საკონტროლო შეხვედრაზე მთავარი კონკრეტული სათამაშო გეგმის შესრულებაა. უპირველესად რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ თამაშმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. ასევე ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად თანაბარი დატვირთვა მიიღო. მეორე იყო – ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე დაგეგმილის შესრულება, სხვადასხვა ფაზებში გადასვლა. პირველ ნახევრის დებიუტში ეს ნაკლებად გამოგვივიდა, თუმცა ბოლოსკენ ახალგაზრდა ფეხბურთელები უკეთ ათამაშდნენ“ – განაცხადა კახა ცხადაძემ.

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა იმ ნაკლზეც ილაპარაკა, რაც თამაშის დროს გამოჩნდა:

„ოდნავ მეტი სიმწვავე გვაკლდა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, პრობლემა რეალიზებაში იყო. ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი და ზონებს შორის გადართვა. სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ არის, დანარჩენი კი კარგად გამოჩნდება რამდენად შევძლებთ დანახული მინუსების გამოსწორებას. ეს თამაშებიც ზუსტად ამისთვისაა“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელებთან მატჩის დაწყებამდე გუნდებმა „დინამოს“ ლეგენდარული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის, ხსოვნას მიაგეს პატივი.