კახა ცხადაძე - საქართველოს ახლანდელ ნაკრებს შედეგის ჩვენება შეუძლია #1TVSPORT
კახა ცხადაძე - საქართველოს ახლანდელ ნაკრებს შედეგის ჩვენება შეუძლია #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე  „ჯვაროსნების“ პერსპექტივაზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრების იმედს ის ფაქტები მაძლევს, რაც ბოლო დროს გუნდში ხდება – ეს, უპირველესად, შედეგებიდან გამომდინარეობს. ახლა გუნდი ჩამოყალიბებულია, დიდი ხანია, ეს ბირთვი ერთად თამაშობს და ისეთი გამოცდილება შეიძინა, რაც არცერთ ნაკრებს არ ჰქონია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამავე დროს, გვყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავი (ხვიჩა კვარაცხელია), რომელსაც მარტო შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს – ამას ხვიჩა ყველა ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებს. ეს მაგარი ამბავია. დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდე და ბათუმში ნორვეგიასთან თამაშს დავესწრო.

ჩვენს ნაკრებს ურთულესი თამაშები ელის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გუნდს შეუძლია არა მხოლოდ ერთი-ორი კარგი შეხვედრა ჩაატაროს, არამედ შედეგიც დადოს. ეს ყველაზე მთავარია. თორემ საქართველოს ნაკრებს კარგი თამაშები ადრეც უჩვენებია“.