კახა ცხადაძე - ნაკრების გაძღოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია, არც მე ვარ გამონაკლისი
კახა ცხადაძე - ნაკრების გაძღოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია, არც მე ვარ გამონაკლისი

საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტის სტუმარი გახლდათ ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე. წამყვანის, გია თვალაბეიშვილის შეკითხვაზე, არის თუ არა მზად საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად შეთავაზების შემთხვევაში, ცხადაძემ უპასუხა:

„ბევრად მომზადებული ვარ ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი, მეტი ცოდნა მივიღე და ბევრად წინ ვარ. ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა. არც მე ვარ გამონაკლისი“.

დატოვე კომენტარი