კახა ცხადაძე - „კასპიისკის“ ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „კასპიისკის“ ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩართვისას კახა ცხადაძემ ყაზახეთში დაბრუნებაზე ისაუბრა – ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ახალ კლუბის,  „კასპიისკის“ მიზნებზე გააკეთა.

„ჩემი ახალი კლუბი დიდი ტრადიციებით არ გამოირჩევა, მაგრამ ამბიციები გაუჩნდათ. ეს კი ფინანსებიდან გამომდინარეობს. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, ისეთივე წარმატებული გუნდი ჩამოაყალიბოს, როგორიც „ასტანა“ და „კაირატი“ არიან.

მეც სადაც მივდიოდი, ყველაგან დიდ ამბიციები მქონდა. ვნახოთ, ეს რამდენად შესრულებადი ამოცანაა, სეზონი გვაჩვენებს. ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. ჩვენთან 19-წლამდელების მოთამაშეები ვარჯიშობენ, რადგან გვსურს, რომ ჩვენთან ერთად გაიზარდონ.

ვერ ვიტყვი, „კასპიისკის“ „დინამოზე“  მეტი ბიუჯეტი აქვს თუ არა. უბრალოდ, ყაზახეთი დიდია და გადაფრენებზე დიდი ხარჯებია. საქართველოში გუნდის ტრანსპორტირებაზე ასეთი თანხები საჭირო არ არის. ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, „დინამოს“ უკეთესი აქვს, მაგრამ „კასპიისკის“ ინფრასტრუქუტურა ახლა ვითარდება“, – ამბობს კახა ცხადაძე.