კახა ცხადაძე - კანკავასა და კვეკვესკირის საკითხში მთავრობაც უნდა ჩაერიოს
კახა ცხადაძე - კანკავასა და კვეკვესკირის საკითხში მთავრობაც უნდა ჩაერიოს

კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო2020-ის პლეი ოფის მოახლოებულ ფინალზე ილაპარაკა – საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად ყაზახურ „ორდაბასში“ მუშაობს, ყურადღება ყაზახურ „ტობოლში“ მოთამაშე ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის სანაკრებო შეკრებაზე დროული ჩამოსვლის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანი იქნება, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ისტორიულ მატჩს ფეხბურთელები როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში შეხვდებიან. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. მაგალითად, მოახერხებენ თუ არა ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი სანაკრებო შეკრებაზე დროულად ჩამოსვლას. მეეჭვება, რომ გუნდმა ისინი დროულად გამოუშვას, რადგან გუნდი მეორე ადგილზეა და 8 ნოემბერს ყაზახეთის ჩემპიონატში ტურის მატჩი აქვს“, – ამბობს ცხადაძე.

მისი აზრით, შესაძლოა, ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის გამოსაშვებად უფრო მაღალი დონის ჩარევა გახდეს საჭირო: „ყველამ იცის, ჯაბა ყოველ შეხვედრაში როგორ იტვირთება და კარგი იქნება, რომ ის და ნიკა საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე დროულად ჩამოვიდნენ. შესაძლოა, კლუბმა არ გამოუშვას. მე ვიცი, რომ ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ და „ტობოლში“ წერილი გააგზავნეს. მაგრამ შესაძლოა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. თუ საჭირო გახდება და პრემიერისა და მთავრობის დონეზე რომ გახდეს საჭირო ჩარევა, ღირს, რადგან ეს 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული მატჩია და მოგებით ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“.

დატოვე კომენტარი