კახა ცხადაძე - ისიც არ ვიცით, „ტორპედო“ რა შემადგენლობით დაგვიპირისპირდება
კახა ცხადაძე - ისიც არ ვიცით, „ტორპედო“ რა შემადგენლობით დაგვიპირისპირდება

ქუთაისის „ტორპედოსთან“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამდე შიმქენთისორდაბასის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, კარგი შედეგი, ლამაზი და შედეგიანი თამაში რომ ვაჩვენოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის გუნდი შეგვხვდა. ჩვენი ამოცანაა, კარგად მოვემზადოთ და შემდგომ ეტაპზე გავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა“, – ამბობს კახა ცხადაძე.

ორდაბასის“ ქართველმა მწვრთნელმა მეტოქის შესახებაც ილაპარაკა.

„ეს გუნდი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დომინირებდა და ყველა ტიტული მოიპოვა, მაგრამ ევროპის ლიგამდე ბევრი ცვლილება მოხდა, ბევრი ფეხბურთელი წავიდა და ბევრიც მივიდა. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, როგორ ითამაშებენ და 80 პროცენტით ვერ ვიტყვით, „ტორპედო“ რა შემადგენლობით დაგვიპირისპირდება. ბოლო ორი ტურის წინ მათ სრულიად განსხვავებული შემადგენლობა ჰყავდათ, ახლა კი ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატეს. ასე რომ, ძნელი სათქმელია, ვის რა შანსები გააჩნია“,- განაცხადა ცხადაძემ.

ორდაბასისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა 11 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება. ყაზახეთიდან მატჩის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.