კახა ცხადაძე - ძლიერ გუნდებს უნდა შევხვდეთ და რეალიზაცია გავაუმჯობესოთ #1TVSPORT
კახა ცხადაძე - ძლიერ გუნდებს უნდა შევხვდეთ და რეალიზაცია გავაუმჯობესოთ #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრების პირველი ნაწილი დაასრულა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ განვლილი პერიოდი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„შეკრება ისე ჩატარდა, როგორც დაგეგმილი იყო. ხშირად შეკრებაზე ხდება, რომ ამინდების გამო ვარჯიშებს ვერ ატარებენ გუნდები, ჩვენ კი ერთი დღე არ ჩაგვიგდია. თამაშებში მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

– ბოლო შეხვედრა „ლუდოგორეცთან“ გვქონდა. მე შეკრებამდეც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ძლიერ მეტოქეებთან უნდა გვეთამაშა. „ლუდოგორეცი“ წლებია მაღალ დონეზე თამაშობს, ქვეყნის ჩემპიონია და ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თუ არა, ევროპალიგის ჯგუფში მაინც ხვდება.

– ამ გუნდთან კარგი თამაში გვქონდა. რა თქმა უნდა, ხარვეზები ბევრია, მაგრამ ბევრ მომენტსაც ვქმნით და მთავარია, მაღალ რეალიზაციას მივაღწიოთ. მიხარია, რომ ბოლო შეხვედრაში 18-19 წლის ექვსი ახალგაზრდა ვათამაშეთ, რომლებიც „დინამოს“ აკადემიის აღზრდილები არიან.

– ისევ გავაგრძელებთ იმაზე მუშაობას, რომ მეორე ეტაპზე ფეხბურთელები ბევრს ივარჯიშებენ გუნდურად და ინდივიდუალურად, რეალიზაციის გასაუმჯობესებლად. ველოდებით სეზონის სტარტს, რომელსაც ფსიქოლოგიური დაძაბულობა ახლავს. მთავარია, ამ თამაშამდე სწორად მივიდეთ და მაქსიმალურად მზად ვიყოთ“.