კახა ცხადაძე - „დილასთან“ შეხვედრა სწორად დავგეგმეთ #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „დილასთან“ შეხვედრა სწორად დავგეგმეთ #1TVSPORT

კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა გორის „დილასთან“ გასვლითი შეხვედრის მოგების შემდეგ, რამაც გუნდს საშუალება მისცა, რომ მეორე ადგილზე დაწინაურებულიყო.

„პირველ რიგში დიდი მადლობა ფეხბურთელებს თავდადებისთვის. ახლა გეტყვით სიმართლეს – თამაშამდე აქცენტი გვქონდა გაკეთებული, რომ ჩვენ არ ვუყურებთ ვინ როგორ თამაშობს, ჩვენი მთავარი ამოცანა არის საკუთარი თამაში. ამაზე ვიყავით კონცენტრიტრებულები.

შეხვედრა პირველ ნახევარში სწორად დავგეგმეთ – ვიცით, რომ „დილა“ მაღალი პრესინგით თამაშობს. ბევრი გადაცემები იყო სივრცეებში და ამან გაამართლა. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოედნის ცენტრში მეტოქის ორი ცენტრალური ნახევარმცველის განეიტრალება. მათ საშუალება არ მივეცით.

რა თქმა უნდა, შეხვედრის ბოლოს ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწრაფი კონტრშეტევები უფრო ხარისხიანად შეიძლებოდა გამოგვეყენებინა.

მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც სულ ჩვენს გვერდში არიან. ბედნიერი ვარ, რომ მათ იმედები არ გავუწბილეთ და ბოლო ორ გასვლით მატჩში 6 ქულა ავიღეთ. ახლა მნიშვნელოვანი თამაშია და უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

დატოვე კომენტარი