კახა ჩხეტიანმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა #1TVSPORT
კახა ჩხეტიანმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა #1TVSPORT

კახა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩხეტიანი გუნდს უკვე მესამედ ემშვიდობება. პირველად ეს 2019 წელს ფინანსური პრობლემების გამო მოხდა. მეორედ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის 2021 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა იმავე წლის ნოემბერში ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა. მთავარი მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები უარყოფითი შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.

ჩხეტიანი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ ექვსი ტიტული მოიპოვა – იმერული კლუბი გახდა ეროვნული ლიგის გამარჯვებული (2017), საქართველოს თასისა (2016, 2018, 2022) და სუპერთასის (2018, 2019) მფლობელი.