კახა ჩხეტიანმა ევროპალიგის წილისყრა შეაფასა - ორდაბასი კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში ცხადაძე უდგას
კახა ჩხეტიანმა ევროპალიგის წილისყრა შეაფასა - ორდაბასი კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში ცხადაძე უდგას

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე ყაზახური „ორდაბასი“ იქნება.

ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.

„ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა და ასეა ახლაც. „ორდაბასი“ კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას. მათ რიგებში 14 ლეგიონერი ირიცხება. გუნდის შემადგენლობაშია ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც თავი გასულ წელს „შერიფიდან“ დაგვამახსოვრა. ასევე „ორდაბასის“ღირსებას ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პაულო იცავს – ჩვენთვის ისიც ნაცნობი ფეხბურთელია „ლუდოგორეციდან“. ხვალ „გაგრასთან“ სათასო მატჩი გვაქვს და ახლა მთელი კონცენტრაცია ამაზეა. შემდეგ ვნახავთ „ორდაბასის“ მატჩებს და გავაანალიზებთ ჩვენი მეტოქის თამაშს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ კლუბებს – „საბურთალოს“, „დინამოსა“და „ჩიხურას“ ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო“, – ამბობს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი.

პირველ მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად 11 ივლისს გამართავს, ხოლო საპასუხო – 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე.

დატოვე კომენტარი