კახა ჩხეტიანი - ყველა თამაში ფინალის ტოლფასია
კახა ჩხეტიანი - ყველა თამაში ფინალის ტოლფასია

განახლებული ჩემპიონატი თბილისის „დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო – კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა „საბურთალო“ 3:0 დაამარცხეს.

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა მატჩი შეაფასა და ახალი ფორმატის პირობებში, თითოეული შეხვედრის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ეს გამარჯვება სანახაობრივი გახადეს და ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც სტადიონის გარედან ბოლომდე გვქომაგობდა. ვაგრძელებთ მუშაობას – ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და შევეცდებით, თითოეულ მათგანს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა საკადრო პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ გუნდი სრული შემადგენლობით ვერ თამაშობს: „არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვაკლდა. ნოდარ ქავთარაძესა და აკაკი შულაიას მიკრო ტრავმები აწუხებთ, მოგეხსენებათ ნიკა სანდოხაძემ ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ასევე, ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ლევან ხარაბაძე. რაც შეეხება საიმონ ბენიოს და ფილიპ ორშულას, ისინი ჩამოსულები არიან და სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან“.