კახა ჩხეტიანი - წინაა 90 წუთი, რომელიც ბულგარეთში უნდა ჩავატაროთ
კახა ჩხეტიანი - წინაა 90 წუთი, რომელიც ბულგარეთში უნდა ჩავატაროთ

ევროპის ლიგის პლეი ოფში ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ დამარცხების (0:1) შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია გამართა.

„მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის. მათ მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ტაიმის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა. შემდეგ შეხვედრაში რას შევცვლი? ყველაფერს, მაგრამ ამით ბრძოლა არ დასრულებულა. წინაა 90 წუთი, რომელიც ბულგარეთში უნდა ჩავატაროთ. ფსიქოლოგიური წნეხი არააა და შესაძლოა, ეს განმეორებით შეხვედრაში კარგიც იყო. მთავარია, მეორე შეხვედრაში გავიტანოთ“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას „ტორპედო“ „ლუდოგორეცთან“ 30 აგვისტოს ბულგარეთში, რაზგრადის სტადიონზე ჩაატარებს.