კახა ჩხეტიანი - ვეცდებით, შემდეგ სეზონში „ტორპედო“ გაძლიერდეს
კახა ჩხეტიანი - ვეცდებით, შემდეგ სეზონში „ტორპედო“ გაძლიერდეს

2018 წელი ქუთაისის „ტორპედოსთვის“ წარმატებული გამოდგა. გუნდმა საქართველოს სუპერთასი და საქართველოს თასი მოიპოვა, ხოლო ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ წელს ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გუნდის პრეს-სამსახურთან განაცხადა, რომ წამყვანი მოთამაშეების უმრავლესობა დარჩება.

„ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის უკვე ახალი სეზონი დაიწყო, ფეხბურთელებმა კი ასეთი რთული სეზონის შემდეგ ცოტა უნდა დაისვენონ. გუნდის ძირითადი ბირთვი აუცილებლად შენარჩუნდება. ფეხბურთელების დიდ ნაწილთან, ვისაც კონტრაქტი ეწურებოდა, მივაღწიეთ შეთანხმებას გახანგრძლივებაზე“ – ამბობს ჩხეტიანი.

მისივე თქმით, ახალი მოთამაშეების დამატებაც აუცილებელია: „ამასთანავე, იგეგმება გუნდის გაძლიერებაც. „ლუდოგორეცმა“ დაგვანახა, რომ ეს აუცილებლობაა. იქ, ევროპალიგის პლეი-ოფში სხვა დონეა… ვნახეთ ეს ყველაფერი და ვეცდებით, შემდეგ სეზონში ბევრად ძლიერი გუნდი ვიყოთ!“