კახა ჩხეტიანი: სუპერთასის მოპოვება კარგია, მაგრამ ხარისხი არ იყო
კახა ჩხეტიანი: სუპერთასის მოპოვება კარგია, მაგრამ ხარისხი არ იყო

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი სეზონის ტიტულით გახსნამ გაახარა, მაგრამ გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა.

„მიხარია, რომ დღეს სუპერთასიც ჩვენი საკუთრება გახდა, რომელიც არასოდეს მოგვიპოვებია. ცხადია, ისიც მიხარია, რომ ეს ჩემი მწვრთნელობის დროს მოხდა. მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ, დღეს გუნდებმა მაყურებელს ხარისხიანი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე გავაქტიურდით. მიზეზი ისაა, რომ თურქული შეკრება ახლა დასრულდა და ჯერ ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში არ არიან. თუმცა, ჩემპიონატი 2 მარტს დაიწყება და დარწმუნებული ვარ, სეზონის მსვლელობისას ჩვენც მოვუმატებთ, საჩხერეს „ჩიხურაც“ და მაყურებელს უფრო კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ“ – ამბობს ჩხეტიანი.