კახა ჩხეტიანი - სუპერთასის ახალი მოდელი ესპანეთში ვნახეთ და საინტერესო გამოდგა #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - სუპერთასის ახალი მოდელი ესპანეთში ვნახეთ და საინტერესო გამოდგა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს სუპერთასის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ახალი ფორმატი ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე დაამტკიცეს. 2023 წელს ტიტულისთვის, ორის ნაცვლად, ოთხი გუნდი იბრძოლებს – მოქმედ ჩემპიონსა და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელს ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაემატებიან.

ახალი ფორმატით, ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – ბათუმის „დინამოს“. გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 2023 წლის სუპერთასი ზაფხულში, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე გაიმართება.

„ეს მოდელი ახლა ესპანეთში ვნახეთ და საინტერესო გამოდგა. ფედერაციაშიც ნაფიქრი აქვთ, რადგან თამაშები ისეთ დროს მოგვიწვს, როდესაც ჩემპიონატში პაუზა დადგება და შემდეგ ევროტურნირი დაიწყება.

ვფიქრობ, „დინამო თბილისი“, გორის „დილა“ და ბათუმის „დინამო“ ძალიან ძლიერი გუნდები არიან, რომლებთანაც სპარინგი ევროტურნირნირების წინ ძალიან კარგი იქნება. პლუს, ვკოცენტრირდებით, რომ კლუბს კიდევ ერთი ტიტული შევმატოთ.

ეს ის დრო იქნება, როდესაც ევროტურნირებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ პერიოდში უცხოურ სპარინგებს ვგეგმავდით, მაგრამ, ვფიქრობ, სუპერთასზე ძალიან კარგი თამაშები გვექნება. ყველა მათგანს ევროტურნირების ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებთ“, – განაცხადა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა.