კახა ჩხეტიანი - სეზონს ყველა ფეხბურთელი ერთნაირ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - სეზონს ყველა ფეხბურთელი ერთნაირ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც სეზონისთვის მოემზადება. შეკრებაზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

„კარგია, რომ ჩამოვედით, რადგან უამინდობა თბილისურ შეკრებაზე მომზადებაში ხელს გვიშლიდა. თურქეთში კარგი მოედნებია, რაც ფეხბურთელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კლიმატიც კარგია და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ მზადების გეგმა ბოლომდე განვახორციელოთ.

რაც შეეხება ახალწვეულებს, გოშაძესა და სამურკასოვს, მათ დიდი ხანია ვიცნობ, თავიანთ გუნდებში გამორჩეულები იყვნენ და ვფიქრობ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ მათი შევსებით გაძლიერდება. მათ წარმატებები მინდა ვუსურვო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელების დავალებები, რაც შესვენებაზე ჰქონდათ, შესრულებულია – ეს ყველაფერი ტესტებმა აჩვენა. ამიტომ მზადების დაწყება იმ ეტაპიდან გვიწევს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სულ მალე ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ.

პირველი ამხანაგური მატჩი 21 იანვარს გვაქვს, მეორე – 28-ში, ხოლო შეკრების ბოლო ეტაპზე ოთხ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ, სადაც ყველა ფეხბურთელს მაქსიმალურად დავტვირთავთ. მნიშვნელოვანია, რომ სეზონს ყველა ფეხბურთელი ერთნაირ მზადყოფნაში შეხვდეს“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.