კახა ჩხეტიანი - იმედია, „ტორპედო“ ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდება #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - იმედია, „ტორპედო“ ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდება #1TVSPORT

კახა ჩხეტიანმა ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ თურქულ შეკრებაზე სუპერლიგის გუნდებთან გამართული შეხვედრები შეაფასა და მოთამაშეების დამოკიდებულებით კმაყოფილება გამოხატა.

„ამ შეხვედრებში „ტორპედოს“ თამაშს დადებითად შევაფასებდი, რადგან ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ. პირველ მატჩში დავმარცხდით, შემდეგ კი 3:0 გავიმარჯვეთ. ბიჭები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ. ასეთ გუნდებთან შეხვედრები გამოცდილებას და თავდაჯერებულობას შეგვმატებს, ჩემპიონატისთვის კი მზადყოფნაში ვიქნებით.

ამ ამხანაგურ მატჩებში ტაქტიკური დავალებები ჰქონდათ და ძალიან ცდილობდნენ, რომ შეესრულებინათ. რა თქმა უნდა, თამაშების დროს კარგი მომენტებიც ჩნდება და ცუდიც. მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და გუნდი ვარჯიშებში იხვეწება. მთავარია, რომ ფეხბურთელები ცდილობენ, მონდომებულები არიან და ბევრი რამ გამოსწორებულია.

სპარინგებს სხვადასხვა შემადგენლობით ვთამაშობთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის თამაშებს ყველა ფეხბურთელი მომზადებული შეხვდეს. ამ კუთხით კი ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად დაიტვირთოს.

საწვრთნელი პროცესით კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან კარგი პირობები გვაქვს – რაც შეკრებაზეა მნიშვნელოვანი, სავარჯიშო მოედანი ძალიან მაღალი ხარისხისაა. მოთამაშეების კონდიციები გაზრდილია, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩემპიონატს კარგად მომზადებულები შევხდებით“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.