კახა ჩხეტიანი - ეს თამაში არა მხოლოდ „ტორპედოსი“, არამედ მთელი საქართველოსია | „ტორპედო“ - „კუკეში“, მატჩის წინა პრესკონფერენცია
კახა ჩხეტიანი - ეს თამაში არა მხოლოდ „ტორპედოსი“, არამედ მთელი საქართველოსია | „ტორპედო“ - „კუკეში“, მატჩის წინა პრესკონფერენცია

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელმა – კახა ჩხეტიანმა და გუნდის კაპიტანმა რიონ კვასხვაძემ მატჩის წინა პრესკონფერენცია აგვისტოს ომის გმირების გახსენებით დაიწყეს.

შემდეგ მათ მეტოქე შეაფასეს და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „კუკეშთან“ დაპირისპირების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს –

კახა ჩხეტიანმა საკუთარი გუნდის კონდიციები დადებითად შეაფასა –

„გუნდი სრულ მზადყოფნაშია და წინ ძალზედ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ორი თამაშიღა დაგვრჩა პლეიოფამდე და ყველა განსაკუთრებულად მობილიზებულია. ვალდებულები ვართ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. ეს არის თამაში არა მხოლოდ „ტორპედოსი“, არამედ მთლიანად საქართველოსი. გულშემატკივრებს მოვუწოდებ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.“

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მეტოქის ძლიერ მხარესაც არანაკლები ყურადღება დაუთმო –

„ჩვენი მეტოქე მებრძოლი გუნდია, რომელსაც კონტრშეტევაზე თამაში უყვარს. „ყარაბაღს“ სივრცეებს არ უტოვებდა, მაგრამ აზერბაიჯანში სამი თერთმეტმეტრიანი დაუნიშნეს, რის გამოც წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო.“

მომავალ შეხვედრაზე „ტორპედოს“ კაპიტანმა, როინ კვასხვაძემაც ისაუბრა –

„ფეხბურთელებიც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის თამაში არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ საქართველოსთვის. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქვეყანა და ჩვენი ხალხი გავახაროთ.“

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხვალ, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი