კახა ჩხეტიანი - დარწმუნებული ვარ, „დინამო“ ევროთასებამდე მოუმატებს
კახა ჩხეტიანი - დარწმუნებული ვარ, „დინამო“ ევროთასებამდე მოუმატებს

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში საჩხერეს „ჩიხურასთან“ მოგებით (1:0) თბილისის „დინამომ“ 15 ქულა დააგროვა და ლიდერს, გორის „დილას“ დაეწია.

საქართველოს პირველ არხთან გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი აცახდებს, რომ თამაშის შედეგზე გავლენა შეცვლებმა მოახდინა.

„ველოდი, რომ საჩხერეს „ჩიხურასთან“ რთული თამაში გვექნებოდა, რადგან ამ გუნდმა წინა ტურებში დაამტკიცა, რომ შედეგზეც თამაშობს და სანახაობრივ და ხარისხიან ფეხბურთსაც აჩვენებს. მათ ჰყავთ კარგი მწვრთნელი, რომელსაც თანამედროვე ხედვები აქვს და კარგი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულები. ჩვენ მომენტები გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდებში ვჩქარობდით. ამიტომ იყო, პირველ ტაიმში რომ ვერ გავიტანეთ. მეორე ნახევარში მოედანზე კუხიანიძისა და კუციას შესვლით თამაში დალაგდა, ბურთი უფრო „დავიჭირეთ“, რაც მანამდე ვერ ხერხდებოდა. ამით ჩვენი თამაში ვაჩვენთ და საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ. ჩვენს გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ, ხოლო ჩვენს ფეხბურთელებს მადლობა მინდა გადავუხადო“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კახა ჩხეტიანი.

თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 18 ან 19 აგვისტოს გამართავს. კმაყოფილია თუ არა გუნდის მზადყოფნით? ჩხეტიანმა ამაზეც ილაპარაკა.

„ბუნებრივია, ამაზე ვფიქრობ. ბევრია დამოკიდებული იმაზეც, ვინ შეგვხდება, რომ კონკრეტულად მასთან მატჩისთვის გადავერთოთ და მეტოქის თამაში შევისწავლოთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამ ერთარაუნდიან დაპირისპირებას, სად ჩავატარებთ, მაგრამ მანამდე ევროტურნირებამდე ეროვნული ლიგის კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. განვლილი პერიოდი ჩვენთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა. სულ გუნდში 6 თვეა ვმუშაობ, მაგრამ პანდემიის გამო, გუნდს სულ სამი თვეა ვავარჯიშებ. დავიწყეთ, მერე გავჩერდით და ეს ყველაფერი გვეტყობა. ხარისხი თუ არის, ეს ჩვენი ბიჭების და მათი ნიჭიერების დამსახურებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ და ვფიქრობ, „დინამო“ კიდევ მოუმატებს“ ,- აცხადებს ჩხეტიანი.